
როცა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის დამლაგებელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შესაბამისი სამსახურები მის საცხოვრებელ სახლს ესტუმრნენ, იმ მიზნით, რომ ახლობლებისთვის ტესტირება და კარანტინში გადაყვანა უზრუნველეყოთ. თუმცა, საცხოვრებელ სახლში მყოფი ინფიცირებულის კონტაქტები არც ექიმებს დაემორჩილნენ, არც სამართალდაცველებს და წასვლაზე უარი განაცხადეს.
მთელი ღამის განმავლობაში, უწყებების წარმომადგენლები ცდილობდნენ ინფიცირებულის კონტაქტები დაერწმუნებინათ, რომ მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენდნენ, თუმცა ერთ-ერთი კონტაქტი ქუჩაშიც გამოვიდა და მეზობელ მამაკაცს თავზე ხელი გადაუსვა „შვილო მე არაფერი მჭირსო“.
ახლა კი დადგინდა, რომ ქალს, რომელიც კარანტინში პოლიციამაც ვერ გადაიყვანა, კოროვირუსი დაუდასტურდა.