რეზონანსი
01.09.2020

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სამი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მუშაობს.

როგორც ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და შესაბამისად, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს კლინიკაში არავინ გადაუყვანია.

მძღოლის თქმითვე, ავტობუსში მსხდომ მგზავრებს დაზიანება არ მიუღიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×