რეზონანსი
01.09.2020

"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის გიორგი ლომიას თქმით, აჭარაში გამოკრული ბანერისთვის, რომელზეც ეს რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად იყო გამოსახული, სხვა ფერი იყო შერჩეული და უკვე გამოკრული ბილბორდი პარტიის წევრებმაც ტელევიზიით ნახეს.

ლომია აქვე ამატებს, რომ პრობლემას ვერც ამაში ხედავს:

"ფერი სხვა იყო შერჩეული და როდესაც ბანერის გაკვრა მოხდა, ეს ჩვენ გავიგეთ ტელევიზიიდან. რომც ყოფილიყო წითლად, ამაში მე პირადად ვერაფერს ვხედავ, იმიტომ, რომ მონიშნული იყო და ეწერა SOS, ანუ საგანგაშო მდგომარეობაა. აქ არ არის საუბარი ოკუპაციაზე. საუბარია იმაზე, რომ საგანგაშო მდგომარეობაა. ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება დღეს, რომ ხვალ არ იყოს გვიანი. კრემლიდან დავალება არასოდეს მიგვიღია და ვერც მივიღებთ", - ამბობს ლომია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×