რეზონანსი
01.09.2020

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება განაახლა. ინფორმაცია საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე გაავრცელა.

გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ორ კორპუსში აივ ინფიცირებული პაციენტების მიღება და ერთ კორპუსში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განვაახლეთ. ჩვენი ძირითადი ბაზა კოვიდ-19-ისთვის ბოქსირებული განყოფილება გახლავთ, მაგრამ ბოქსირებულ განყოფილებაში ჯერ ინტენსიურად მიდის სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ, 3 კვირაში მიწოდების ყველა სერვისი გაიმართება და ბოქსირებული განყოფილებაც გააგრძელებს კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას, - განმარტა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×