
17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დღეიდან იწყება.
ერთჯერადი, 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილია სპეციალური პორტალი – daxmareba.moh.gov.ge, საიტზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.
ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს და მოზარდებს ერთჯერადად 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხებათ.
„დარეგისტრირების შემდეგ ჩვენი მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან, დეტალური ინფორმაციის მოძიების და შეკრების შემდეგ, ბავშვების მშობლებს პირველიდან 15 სექტემბრამდე თანხა გადაერიცხებათ“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 200 ლარიანი დახმარების მისაღებად 810 ათასი ბავშვია დარეგისტრირებული.