რეზონანსი
01.09.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 3 პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ შორის, ერთ-ერთი რუსთაველი ხატია დევსურაშვილია.

როგორც ლევან რატიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, გოგონას ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

"მტკივნეულზე ახელს თვალებს. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. ჯერჯერობით დადებითი დინამიკით ვართ. ყველაფერი კეთდება, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეს ამ გოგონას", - განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანმა კომენტარი გააკეთა სამივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.

"მათი მდგომარეობა არის დადებითი კლინიკით, პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ  განყოფილებაში, მაგრამ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია. ჰემოდინამიკა სამივე პაციენტთან აღდგენილია, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს. რაც შეეხება მესამე ქალს, მას გუშინ სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომაროება რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მართალია ძალიან გრძელი გზა ექნებათ გამოჯანმრთელების გასავლელი, მაგრამ იმედია, რომ მათთან ერთად გადავლახავთ ამას", - თქვა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×