რეზონანსი
31.08.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს კარანტინის შემდეგ ქვეყნების გახსნას, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ზომების დაცვა, რათა კატასტროფა არ მოხდეს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს ეკონომიკებისა და ქვეყნების გახსნის ძალისხმევას. გვსურს ბავშვების სკოლებში, ხოლო მოქალაქეების კი სამუშაო ადგილებში დაბრუნება ვიხილოთ. თუმცა, ეს უსაფრთხოდ უნდა მოხდეს. რეალობა ის არის, რომ კორონავირუსი იოლად ვრცელდება, იგი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ყველა ასაკის ადამიანისთვის. რაც უფრო მეტად აკონტროლებენ ქვეყნები ვირუსს, მით უფრო მეტად შეუძლიათ გახსნა. ვირუსის კონტროლის გარეშე ქვეყნების გახსნა კატასტროფის რეცეპტია", - აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა.

ჯანმოს ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა იმ ოთხ ნაბიჯზე, რომელიც ნებისმიერმა სახელმწიფომ უნდა გადადგას ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებამდე.

„პირველ რიგში, ადამიანთა დიდ ჯგუფებს შორის ვირუსის გადაცემა უნდა შეიზღუდოს. მეორე, მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, რათა სიკვდლიანობის მაჩვენებელი შემცირდეს. მესამე, თითოეულმა ადამიანმა წვლილი უნდა შეიტანოს საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს არის პირბადის ტარება, დისტანცირების დაცვა და ხელების ჰიგიენა. მეოთხე, ხელისუფლებებმა ზომები უნდა მიიღონ ინფიცირების გამოვლენის, იზოლირების, ტესტირებისა და კონტაქტების დადგენის კუთხით", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×