რეზონანსი
31.08.2020

1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება: დაბლობსა და ბარში 33, 38 გრადუსი, მთაში - 31, 36, სანაპირო რაიონებში - 30, 35 გრადუსამდე. 1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს", - ნაათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×