რეზონანსი
31.08.2020

წელს სტუ­დენ­ტი 29 614 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­და. სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი კი 6550-მდე გა­მო­საც­დელ­მა მო­ი­პო­ვა.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გი დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი.

„დღეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ინ­ფორ­მა­ცია ჩა­რი­ცხვე­ბი­სა და გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ. 2020 წელს უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლას გა­აგ­რძე­ლებს 29 614 აბი­ტუ­რი­ენ­ტი. ვუ­ლო­ცავ თი­თო­ე­ულ მათ­განს და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე.

მათ კი, ვინც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო ვერ შეძ­ლეს წელს ამ არც თუ ისე მარ­ტივ პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, ვთხოვ არ და­კარ­გონ მო­ტი­ვა­ცია - უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც ექ­ნე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და სო­ფიო გორ­გო­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო 1000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა, 70%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა - 1500-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტმა, 50%-იანი გრან­ტი კი 4000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა და­იმ­სა­ხუ­რა.

„წინა წელს თუ შე­ვა­და­რებთ, შარ­შან სტუ­დენ­ტი გახ­და რე­გის­ტრი­რე­ბულ აბი­ტუ­რი­ენ­ტთა 71%, წელს კი - 75%. ასე რომ, ამ თვალ­საზ­რი­სით წელს უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს.

ეს წელი გა­მოც­და იყო თა­ვად ცენ­ტრის­თვი­საც, რად­გა­ნაც მას უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში მო­უ­წია სხვა­დას­ხვა გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 70.000 ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. მად­ლო­ბას ვუხ­დი პრო­ცეს­ში ჩარ­თულ თი­თო­ე­ულ პი­როვ­ნე­ბას, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმი­სათ­ვის, რომ სა­გა­მოც­დო პრო­ცესს გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე, ობი­ექ­ტუ­რად, გა­მო­საც­დე­ლე­ბი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად და უსაფრ­თხოდ ჩა­ევ­ლო.

მინ­და შე­ვახ­სე­ნო იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებ­მაც მო­ი­პო­ვეს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, რომ რე­გის­ტრა­ცი­ის გა­სავ­ლე­ლად უშუ­ა­ლოდ უნდა მი­მარ­თონ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და გორ­გო­ძემ.

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×