
არიან ორგანიზაციები, მედიასაშუალებები, სოციალური ქსელის ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული რბილი ძალის გამტარებლები არიან - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და შშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოხმაურა
"ოკუპანტს არ სძინავს და ჰიბრიდული ელემენტების გამოყენებით, არჩევნებში ჩარევით, რუსეთი ცნობილია მსოფლიოში, იქ, სადაც სურთ, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. არც ჩვენ გვძინავს, ჩვენი სამსახურები მუშაობენ" - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა საქართველოში არჩევნებში ჩაერიოს.