რეზონანსი
31.08.2020

„ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და ავ­ტო­მო­ბილს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ აღ­მოჩ­ნდა ისე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­ზეც დე­ტა­ლუ­რად შეგ­ვეძ­ლო მიგ­ვე­ღო ინ­ფორ­მა­ცია“, - ამის შე­სა­ხებ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა რუს­თა­ვის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გა­მოვ­ლინ­და რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი, მათ შო­რის ის, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მან­ქა­ნის ოთხი­ვე ფან­ჯა­რა და­კე­ტი­ლი იყო და გა­მორ­თუ­ლი იყო კონ­დინ­ცი­ო­ნე­რი.

„ამ ავ­ტო­მო­ბილს არ ჰქონ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მახ­სოვ­რო­ბა და ისე­თი რან­გის კომ­პი­უ­ტე­რი, რომ ინ­ფორ­მა­ცია ბო­ლომ­დე მიგ­ვე­ღო. იყო ერთი სა­ინ­ტე­რე­სო რამ, ამ სი­ცხე­ში, ივ­ლი­სის თვე­ში, გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას კონ­დი­ცი­ო­ნე­რი იყო გა­მორ­თუ­ლი, და­კე­ტი­ლი იყო ოთხი­ვე ფან­ჯა­რა. ეს უფრო მეტ ეჭვს ბა­დებს, რომ ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი თა­ვი­სით არ ახორ­ცი­ე­ლებ­და გა­და­ად­გი­ლე­ბას, ეს იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, გა­მორ­თუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი და ფან­ჯრე­ბიც იყო და­კე­ტი­ლი. გარ­და ამი­სა, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ გვერ­დი­თა მჯდო­მი მგზავ­რის მხა­რე გა­რე­თა მხრი­დან იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც მა­მამ თქვა, რომ ეს გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო და წინა დღე­ებ­შიც არ ყო­ფი­ლა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ავ­ტო­მო­ბილს არ გა­აჩ­ნია იმის მო­ნა­ცე­მე­ბი, დად­გინ­დეს რამ­დე­ნი ხანი იდგა აღ­მო­ჩე­ნის ად­გილ­ზე.

"ბუქ­სი­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ და­დას­ტურ­და იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი არის გა­სუ­ლი და ზუს­ტი პა­სუ­ხი ექ­სპერ­ტი­ზამ ვერ გაგ­ვცა. ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სა­ღებ­ზე მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი არ არის, რა­მაც მა­მის მხრი­დან აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია იმი­ტომ, რომ წინა დღე­ზეც ჰქონ­და გა­სა­ღებ­ზე მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თი. უკა­ნა მხა­რეს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ თმა, სა­დაც ცხე­და­რი იყო აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ეს თმა ამო­ვი­ღეთ და და­ი­ლუ­ქა. ამ ავ­ტო­მო­ბილს არ გა­აჩ­ნია იმის მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ დად­გინ­დეს რამ­დე­ნი ხანი იდგა. ზეთი ავ­ტო­მო­ბილ­ში იყო ახა­ლი გა­მოც­ვლი­ლი, მაგ­რამ ბო­ლოს რო­დის იყო და­ქო­ქი­ლი, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი არ აღი­რი­ცხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა.

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×