რეზონანსი
31.08.2020

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აჭარის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პარტიის ლიდერებმა დღეს ქობულეთისა და ჩაქვის მოსახლეობას, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს.

ლევან მიქელაძე, რომელიც აჭარის მთავრობის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, ახლა პარტია „ქართული ოცნების“ სახელით ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ცოტნე ანანიძე კი მმართველი პარტიის სახელით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის იყრის კენჭს.

პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბილიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

მათ მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და რეგიონში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ სოციალურ, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×