რეზონანსი
31.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება. პროცედურას გარდაცვლილის მამა ოჯახის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად ესწრება.

ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და „ჰიუნდაის“ ტექნიკური ჯგუფი ჩაატარებს. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზა მოიცავს ტექნიკურ დეტალების გარკვევას, თუ რა მანძილი გაიარა და მივიდა თუ არა ავტომობილი იმ ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილის ცხედარი ნახეს.

გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობა და ექსპერტიზის ჩატარებას დაგვიანებულად მიიჩნევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×