რეზონანსი
31.08.2020

დღეს დილით გამოქვეყნდა ივლისის ეკონომიკური მაჩვნებლები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას, - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ივლისში, მართალია, ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა, რადგან წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ მაჩვენებელი არის -5.5%, რაც სამჯერ უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე - აპრილის მაჩვენებელი. თუ მიადევნებთ თვალ-ყურს, თვიდან თვემდე, როგორ სუსტდებოდა ეკონომიკის შემცირების ტემპი, პოზიტიურ დინამიკას თვალნათლივ დაინახავთ. მაგალითად, აპრილში გვქონდა -16.6%, მაისში -13.5%, ივნისში, მაშინ, როცა პრაქტიკულად, მოვხსენით შეზღუდვები, იყო -7.7% და ივლისში - 5.5%. ანუ, პრაქტიკულად, სამჯერ გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×