რეზონანსი
31.08.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, 11 კი შემოტანილია.

მისივე თქმით, იმპორტირებული შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„გუშინდელი მონაცემებით იყო 1469 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 18 შემთხვევა და ამჟამად არის 1487. 18 შემთხვევიდან შვიდი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 11 შემოტანილი შემთხვეაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 19-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და გახდა 1240“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 220 პაციენტი მკურნალობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×