რეზონანსი
31.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მისი შვილის სკანდალურ საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. იგი არ გამორიცხავს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დეა კაპანაძე მის შვილთან სპეციალურად დაამეგობრეს და უკანონო საქმეში ჩაითრიეს.

"შესაძლოა დეას გზითაც გავიდნენ ესეც საეჭვოდ მეეჭვება, რომ დეას დამეგობრება რამდენიმე წლის წინ მოხდა თამუნასთან, სპეციალურად დაამეგობრეს დეა, რომ მერე ამის მიხედვით მოეხდინა ეს ყველაფერი", - თქვა "მთავარ არხთან" თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ის შოთიკო ჭაბაშვილს ვეღარ უკავშირდება. თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მიმართავს და ქართულ სამართალდამცავ უწყებებს უნდობლობას უცხადებს. თამაზაშვილი არ გამორიცხავს რომ მკვლელობის საქმე რუსულ კვალამდე მიდიოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×