
„სითი მედიქალის“ კლინიკაში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. 77 წლის ქალი მედპერსონალს ცემაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ აქვეყნებს.
ქალი აცხადებს, რომ მასზე ექიმმა და ექთნებმა იძალადეს. პაციენტის ოჯახი ირწმუნება, რომ ქალს სხეულზე დაზიანების კვალი აქვს და კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვენ.
ამ წუთებში სამართალდამცველებს გამოკითხვაზე პაციენტის შვილი ჰყავთ გადაყვანილი.
კლინიკის დირექტორი ნიკა მეფეთაშვილი აცხადებს, რომ თუ ოჯახის პრეტენზია სამართლიანია, პასუხისმგებლობას მედპერსონალი ვერ გაექცევა.
„ოჯახის წევრებს აქვთ პრეტენზია, რომ მას ვერ მივხედეთ. საუბარია, რომ პაციენტი სცემეს. პირდაპირ ვამბობ, ეს თუ ასე მოხდა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ. მზად ვართ, ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას,“- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, პაციენტს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები, ასევე, ოჯახის წევრების მტკიცებით, პაციენტს გატეხილი აქვს ტელეფონი, რათა ოჯახის წევრებისთვის არ დაერეკა.