რეზონანსი
30.08.2020

დღეს დადასტურებული კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 2 აჭარის რეგიონში გამოვლინდა. 1 ინფიცირებული პაციენტების ჯგუფიდანაა, ქობულეთის სასტუმროს მეპატრონესთან კავშირში მყოფი პირი, ერთი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს - 2 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ერთ პაციენტს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო 2-ის შემთხვევაში ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროს იკვლევენ.

გარდა ამისა, დღეს ოკუპირებული აფხაზეთიდან  გადმოიყვანეს კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი. საშუალო ასაკის კაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×