
ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ თქვენ, თავისუფალ, დაუღალავ, ენერგიულ და შეუპოვარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ეზიარებით ფლორისა და ფაუნის ამ საოცრებას, ინარჩუნებთ და უფრთხილდებით წინაპართა დანატოვარს, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მოსახლეობას ქედაში, სადაც მმართველმა პარტიამ ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარადგინა.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა.
მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ქედის მუნიციპალიტეტის როგორც დაფინანსება, ისე განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების რაოდენობა.