
ხევსურეთში სისხლიანი გარჩევა მოხდა. სოფელ როშკაში ორმა მწყემსმა ერთმანეთი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი“ აქვეყნებს. გარჩევის მიზეზი, სავარაუდოდ, ნასესხები 3500 ლარი გახდა, რომლის დაბრუნებას დავით მოსიაშვილი ზვიად ბექაურს სთხოვდა.
ოჯახის ინფორმაციით, დავით მოსიაშვილმა თავდების საშუალებით, უფროსისგან დაახლოებით 3 500 ლარი ისესხა, რომელიც ზვიად ბექაურს ასესხა და ის ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ამ თანხის დაბრუნებას.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ხევსურეთში, სოფელ როშკაში მუშაობდნენ მწყემსად. ოჯახის წევრების თქმით, ამ თანხაზე დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ზვიად ბექაურმა კისრის არეში დავით მოსიაშვილს მძიმე დაზიანებები მიაყენა.
პაციენტრი ამ დროისთვის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმი, კონსტანტინე მუმლაძე ამბობს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.