რეზონანსი
30.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან დღეს აქციას გამართავს. მთავარი მოთხოვნა მუხლის გადაკვალიფიცირებაა. ოჯახი ითხოვს, რომ გამოძიება არა თვითმკვლელობამდე მიყვანით, არამედ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს. ისინი ირწმუნებიან, რომ პროკურატურის მასალებში დევს ბევრი ისეთი მტკიცებულება, რომელიც მათ ვერსიას ამყარებს.

კიდევ ერთი მოთხოვნა იმ კადრების სრულად გასაჯაროებას ეხება, რომელიც საქმეში დევს.

"ჩემი მოთხოვნა იქნება მუხლის გადაკვალიფიცირება, იმიტომ რომ უკვე 45 დღეზე მეტი გავიდა და ჯერაც არ არის დადგენილი, რომ ეს არის მკვლელობა," - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×