რეზონანსი
30.08.2020

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ეს ინფორმაცია imedinews-ს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე თქმით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რაც ასეთი შემთხვევებისთვის დადგენილი პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

„დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პერსონალს გარკვეული პერიოდი შეეზღუდა კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. მიმდინარეობს ოფისის თანამშრომლების ინტენსიური ტესტირება. მოხდა ოფისის დეზინფექცია. ამ ეტაპისთვის, ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია“- აცხადებენ მმართველი პარტიის პრესსამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×