რეზონანსი
29.08.2020

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის შეუცვლელ როლს ასრულებდა.

მისივე თქმით, კლინიკის დამსახურება კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„ვფიქრობ, ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის ასრულებდა შეუცვლელ როლს. ეს მან კიდევ დაადასტურა კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე. ის, რომ სიკვდილიანობა არის ყველაზე დაბალი საქართველოში სახელმწიფოთა შორის, არის დამსახურება მათ შორის ინფექციური საავადმყოფოსი. რაც შეეხება სხვადასხვა საავადმყოფოში ინფექციური განყოფილება უნდა იყოს თუ არა ასეთი ტიპის ცენტრალური კლინიკა, ვფიქრობ, სპეციალისტების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. როლი რომ შეუცვლელია და ამ ფორმით ის საკმაოდ პოზიტიურ როლს თამაშობს ინფექციური დაავადებების, საშიში ინფექციების გავრცელებისა და მითუ მეტეს „კოვიდ-19 თან" ბრძოლის გზაზე, ეს არის ფაქტი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×