რეზონანსი
29.08.2020

11 წლის გარდაცვლილი ბიჭის ბებია საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს, აუგონ წესი მის შვილიშვილს.

"ვთხოვ საპატრიარქოს, დამეხმაროს ამაში და ჩემს პატარას წესის აუგებელს ნუ გაუშვებს ამ ქვეყნიდან. მორწმუნე იყო ის ბავშვი. შეიძლება ამ ბავშვს სულაც არ მოუკლავს თავი, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მე მაქვს იმედი, რომ დაუშვებენ გამონაკლისს, სცემენ მის სულს პატივს და აუგებენ წესს", - ამბობს გარდაცვლილის ბებია "ფორმულასთან".

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვისთვის წესის აგების საკითხზე ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიამ უნდა იმსჯელოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×