
ზუგდიდის სოფელ ტყაიაში უბედურ შემთხვევას 6 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს საშინელი ტრაგედია 27 აგვისტოს საღამოს ბავშვის სახლის კართან მოხდა. დაუდასტურებული ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ბავშვს შემთხვევით დედა მანქანით იმ დროს დაეჯახა, როცა ავტომობილი ეზოში შეჰყავდა.
მერიის წარმომადგენლის ედემ კეკუტიას განცხადებით, ტრაგედიის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან.
„დანამდვილებით არაფერი ვიცი, ზუსტი ინფორმაცია მხოლოდ ოჯახის წევრებს აქვთ, თვითმხილველები მხოლოდ ისინი არიან. იმასაც ამბობენ, რომ დედა არ იჯდა საჭესთან", - ამბობს ედემ კეკუტია რადიო "ათინათინთან".
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.