რეზონანსი
29.08.2020

საგამოძიებო უწყებამ გარდაცვლილი 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტი - თემურ ჭანუყვაძე გამოკითხა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ბაჩალიაშვილისა და ჭანუყვაძის ურთიერთობას დაღუპულის დედაც ადასტურებს და ამბობს, რომ თემურ ჭანუყვაძის ჩვენებას გაეცნო.

"თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში, უაღრესად კარგი პიროვნებაა, მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ მაგრამ თამუნამ კარიერა აირჩია. არსებობს ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებულ ფოტოებიც არის, ბაჩანასა და სამსახურის უფროსისგან განსხვავებით, ვისაც ტყუილად აბრალებენ, რომ თამუნას მოსწონდა. წავიკითხე ბატონი თემურის ჩვენება და ის ნამდვილად ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას თავის ჩვენებაში", - გაცხადა თეონა თამაზაშვილმა "მთავარ არხთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×