რეზონანსი
29.08.2020

„ქვეყანას სჭირდება სახელმწიფო დაქვემდებარებაში არსებული 1 კლინიკა, რომელიც ინფექციური დაავადების პაციენტებს უმკურნალებს", - ამის შესახებ თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოყოფილია თანხები ინფექციური საავადმყოფოს ახალი ცენტრის შესაძენად, რისთვისაც ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

„სიახლე არ არის, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი 1 კლინიკა, რომელიც გაატარებს და უხელმძღვანელებს ინფექციური დაავადების პაციენტებს.

თქვენ მოისმინეთ განცხადება, რომ უკვე გამოყოფილია თანხა ახალი ცენტრის შესაძენად, საუბარი მიდის ტექნიკურ სამუშაოებზე, იმედი მაქვს დაწყებული საქმე გაგრძელდება და კეთილად დაგვირგვინდება",- განაცხადა ეზუგბაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის მიიღებს ინფექციური საავადმყოფო კოვიდინფიცირებულების და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტებს, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს იმ სერვისების გამართვა, რაც საჭიროა პაციენტების მისაღებად.

„დაწყებულ სამუშაოებს მინიმუმ 3 კვირა სჭირდება, მაგრამ ეტაპობრივად, რაღაც სერვისების მოგვარებას მოვასწრებთ. ჟანგბადის მიწოდების სერვისის გამართვა ხდება ახლა, როგორც კი გაიმართება, თუნდაც 1 კორპუსი, იმ კორპუსში დავიწყებთ პაციენტების მიღებას, ალბათ, რამდენიმე დღე დაგვჭირდება",-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×