რეზონანსი
29.08.2020

11 წლის შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში ბრალ­დე­ბულ მა­მას, ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძეს 26 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.  გარდაცვლილის და, ნა­თია აბ­ჟან­და­ძე ოჯახში ასებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს:

„ჩემს ძმა­სა და მა­მას შო­რის ორი დღე და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. მა­ნამ­დე ჩემი და იყო ჩვენს სახ­ლში, და გა­თხო­ვი­ლია ტყი­ბულ­ში და იქ რომ წა­ვი­და, ჩემი ძმაც წა­უყ­ვა­ნია სტუმ­რად. 4 დღე იყო იქ, მი­ა­კი­თხეს ნას­ვამ­მა მა­მა­ჩემ­მა და ბი­ძა­ჩემ­მა და წა­მო­იყ­ვა­ნეს სახ­ლში. ჩემი და ამ­ბობს, ავ­თოს წას­ვლა არ უნ­დო­და, მაგ­რამ მა­ინც წა­იყ­ვა­ნეს, ვერ ვჩერ­დე­ბით მის გა­რე­შეო. ავ­თოს ჩემი დის­თვის უთ­ქვამს, - და­ი­კო, არ გა­მიშ­ვაო, მაგ­რამ რად­გან მამა ითხოვ­და, უთ­ქვამს, - მერე მამა იყ­ვი­რებს, ატე­ხავს ერთ ამ­ბავს და ჯო­ბია წახ­ვი­დეო, უთ­ქვამს ჩემს დას და ისიც წაჰ­ყო­ლია.

ჩემი ერთი და ტყი­ბულ­შია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, მე­ო­რე ზეს­ტა­ფონ­ში... მე დე­ი­და­ჩემ­მა და­მი­რე­კა, ბე­ბი­ა­შე­ნი კი­ვის, ისე­თი ამ­ბა­ვია სახ­ლში, ჩხუ­ბო­ბენ, რო­გორც ჩანს და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეო. ვკი­თხე, თქვენ რა­ტომ არ იძა­ხებთ - მეთ­ქი, - ხომ იცი მერე ჩვენ დაგ­ვე­რე­ვაო. მე რა მექ­ნა, ისიც არ ვი­ცო­დი სა­ბერ­ძნე­თი­დან მი­ლი­ცი­ა­ში რო­გორ და­მე­რე­კა, წუთი არ და­მი­კარ­გავს, მა­ში­ნათ­ვე ტყი­ბულ­ში ჩემს დას­თან დავ­რე­კე და მან გა­და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში, მაგ­რამ პო­ლი­ცია რომ მო­ვი­და უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. ჩემი ძმა ცო­ცხა­ლი აღარ იყო“, - განუცხადა ნა­თია „ამბებს“ აბჟანდაძემ.

წყარო: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×