რეზონანსი
28.08.2020

გიორგი შქარაშვილის მკლველობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძის დას სჯერა რომ მისი ძმა უდანაშაულოა და ცდილობს ამაში საზოგადოებაც დაარწმუნოს. 

„მი­თხრა, არ ვიცი, მე­კი­თხე­ბი­ან ბავ­შვზე, რო­მე­ლიც იმ ღა­მეს და­ი­კარ­გა, როცა ჩვენ მცხე­თის მა­გის­ტრალ­ზე ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ციო. ჩემ­მა ძმამ მეც ზუს­ტად ის ამ­ბა­ვი მო­მიყ­ვა, რა­საც გა­მო­ძი­ე­ბას უყ­ვე­ბა - უყვება რადიო თავისუფლებას არჩილ გაგნიძის და თინათინ გაგნიძე

„მთე­ლი ის დღე­ე­ბი მშვი­დად იყო, რად­გან იცო­და, რომ არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია და ვერც იმას წარ­მო­იდ­გენ­და, რომ მოვ­ლე­ნე­ბი ასე შე­იძ­ლე­ბო­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. უბ­რა­ლოდ, ჩვენ ყვე­ლა­ნი, ისე­ვე რო­გორც სხვე­ბი, იმა­ზე ვდარ­დობ­დით, რომ ბავ­შვი იყო და­კარ­გუ­ლი და მის გა­მო­ჩე­ნას ვე­ლო­დით“, - ამ­ბობს თი­ნა­თი­ნ გაგნიძე "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. ის ამბობს რომ მისი ძმა პა­ტი­ო­სა­ნი და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია.

„მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შრო­მა­ში აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით, მას შემ­დეგ, რაც ინ­სულ­ტის შემ­დეგ მამა დაგ­ვი­ინ­ვა­ლიდ­და. ხან მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს, ხან გზე­ბის სამ­ღებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, ტაქ­სის მძღო­ლიც იყო, ნარ­ჩე­ნე­ბიც კი გა­უ­ტა­ნია თა­ვი­სი ზურ­გით. თა­ვი­სი შრო­მით შო­უ­ლობ­და ჩვენ­თვის სარ­ჩო-სა­ბა­დე­ბელს. მა­მა­ჩე­მის წამ­ლის ფული იყო თუ ოჯახ­ში სხვა რა­ი­მე სა­ჭი­რო­ე­ბა, თა­ვი­სი შრო­მით ყი­დუ­ლობ­და. პა­ტი­ო­სა­ნი და მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია. მო­ი­კი­თხეთ ვინ არის, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია

„გა­მო­ძი­ე­ბამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ვინც ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. თუკი, არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ "კამ­რი­ში" მსხდო­მებ­მა ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი, გა­მო­აქ­ვეყ­ნონ, რა­ტომ არ აქ­ვეყ­ნე­ბენ? მათ არა­ფე­რი უჭი­რავთ ხელ­ში. რო­მელ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ? ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ხუთ­ჯერ შეც­ვლილ თუ ვი­თომ და­ზუს­ტე­ბულ ჩვე­ნე­ბებ­ზე? ეს არის ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი და მეტი არა­ფე­რი“- აღ­ნიშ­ნა თი­ნა­თინ გაგ­ნი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×