რეზონანსი
28.08.2020

„წერილი მომავლიდან“ - ამ სათაურით მიიღო კომ­პა­ნია ZAG-ის ტექ­ნი­კურმა მე­ნე­ჯერმა, ნიკა გე­ჯა­ძემ რამდენიმე კვირის წინ წერილი, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემა „აქცენტებში“ არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა.

შესაძლოა, წერილი, რომელიც გეჯაძემ მიიღო, თამარ ბაჩალიაშვილს გაეგზავნა მისთვის.

„ძვირ­ფა­სო, მე გწერ 2020 წლის 4 აპ­რი­ლი­დან. თუ არ წა­გი­კი­თხავს, უკე­თე­სია, მარ­თა­ლია ჩემს თავს დავ­პირ­დი, რომ აღა­რა­სო­დეს მოგ­წერ­დი, მაგ­რამ ეს უნდა გა­ვა­კე­თო. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი თავი აღარ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლო. ნეტა იცო­დე რამ­დენ რა­მეს გა­და­ვა­ბი­ჯე ეს რომ მო­მე­წე­რა. პირ­ვე­ლი, რაც მინ­და იცო­დე ისაა, რომ არას­დროს გან­ზრახ ცუ­დად არ მოვ­ქცე­ულ­ვარ, გულ­შიც კი არ გა­მივ­ლია შენ­თვის რა­ი­მე ცუ­დის გა­კე­თე­ბა, არას­დროს, არც შეგ­ნე­ბუ­ლად და არც შე­უგ­ნებ­ლად. პი­რი­ქით, იმას უფრო ვუშ­ვებ­დი, რომ ჩემი თა­ვის­თვის და­მე­შა­ვე­ბი­ნა რამე, ვიდ­რე შენ­თვის.

არ ვიცი, რას რო­გორ აღიქ­ვამ­დი ან რო­გორ მი­ი­ღე, რა მო­გიყ­ვა ან რო­გორ ჩა­გაწ­ვე­თა, მაგ­რამ მერ­წმუ­ნე, არას­დროს გან­გებ ცუ­დის ჩა­დე­ნა არც კი მი­ფიქ­რია. ვიცი, რომ ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში მა­და­ნა­შა­უ­ლებ და არც თუ უსა­ფუძ­ვლოდ, მაგ­რამ ახლა თა­ვის მარ­თლე­ბას არ ვა­პი­რებ.

მხო­ლოდ იმა­ზე მინ­და იფიქ­რო, რო­დე­საც ჩა­მოხ­ვე­დი სულ ცოტა ყუ­რა­დღე­ბა რომ გა­მო­გე­ჩი­ნა, სულ ცო­ტა­თი მა­ინც, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი ჩემი არ­სე­ბო­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი რამე, ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ მეს­მის, რო­გო­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს შენ­თვის, შენ ხომ ასე ძა­ლი­ან იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი (ახ­სე­ნებს კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს)... მახ­სოვს, ის სი­ცი­ვე და იგ­ნო­რი შენი მხრი­დან, ამის ფონ­ზე კი შენი დაც­ვის იმე­დით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი შენი მე­გო­ბა­რი რო­გორ მამ­ცი­რებ­და. არ ერი­დე­ბო­და არც მო­რა­ლურ სა­ზღვრებს და არც არა­ფერს..

იქ­ნებ ერ­თა­დაც გა­და­წყვი­ტეთ ასე, რომ ყო­ვე­ლი დღე კოშ­მა­რად ქცე­უ­ლი­ყო ჩემ­თვის. შუ­რის­ძი­ე­ბა გინ­დო­და, მო­ა­ხერ­ხე, კმა­ყო­ფი­ლი ხარ თუ არა? უფრო მე­ტად რომ გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი­ყო სი­ა­მოვ­ნე­ბა გე­ტყვი, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ვი­ფიქ­რე არა­ერ­თხელ, შენ­ზე ფიქ­რის გა­რე­შე არ გა­და­მიდ­გამს არც ერთი ნა­ბი­ჯი," - წერს ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლის ავ­ტო­რი ნიკა გე­ჯა­ძეს.

წე­რი­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში დევს, თუმ­ცა, მას­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი უზუს­ტო­ბე­ბის გამო, ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის და­წე­რი­ლი არაა. ნიკა გეჯაძე ამბობს, რომ თამართან მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ურთიერთობა ჰქონდა და მისი პი­რა­დი ცხოვრების შესახებ თით­ქმის არა­ფე­რი იცოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×