რეზონანსი
28.08.2020

"გირჩის" ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია მაჟორიტარად ბათუმში იყრის კენჭს.

როგორც ხვიჩია ამბობს, 22 მაჟორიტარული ოლქიდან "გირჩი", სავარაუდოდ, 8-10 ოლქში დააყენებს საკუთარ კანდიდატს.

"ვფიქრობთ, 8-10 ოლქში წარვადგინოთ მაჟორიტარი კანდიდატები. პირველად ვამბობ თქვენთან, საჯარო სივრცეში, რომ მე ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ვიყრი კენჭს. ვხედავ ბათუმში ყველაზე მეტ რესურსს, სადაც ყველაზე მეტად შეგვიძლია წინა არჩევნების შედეგების გარდა. გარდა ამისა, ბათუმი არის ჩემთვის ყველაზე სპეციფიკური ადგილი, ბევრი რამე მაკავშირებს ბათუმთან," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ "კურიერთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×