რეზონანსი
28.08.2020

ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

მისი აზრით, თუ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერევა ეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ფაქტს მთლიანად თავიდან ვერ ავიცილებთ.

"მე ვთვლი, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს ამ საქმეებში, მაგრამ მეორეს მხრივ, შეუძლებელია, რადგან ჩვენ ყველანი საზოგადოების ნაწილი ვართ, ჩვენც ადამიანები ვართ. ვიღაცას ჩვენი მეტად სჯერა, ვიღაცას ნაკლებად, მე მაგალითად ვცდილობ რომ პოლიტიკური მოსაზრებები საჯარო სივრცეში არ დავაფიქსირო, როგორ არ გამაჩნია, გამაჩნია ჩემი აზრი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან უნდა იყოს გამოყოფილი. თუ ჩარევა მოხდება, ეს არ იქნება სასიამოვნო, მაგრამ მთლიანად ამას ვერ ავიცილებთ თავიდან", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×