რეზონანსი
28.08.2020

თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბიჭის დედა საქართველოში ხვალ ჩამოვა. ამის შესახებ განცხადებას დაღუპული ბავშვის ბებია აკეთებს.

მისი თქმით, ბიჭს სამშაბათს დაკრძალავენ.

"როგორც მითხრეს, ჩემი შვილი ხვალ ჩამოვა. მის შვილს გამოემშვიდობება და ბავშვს სამშაბათს დავკრძალავთ", - განაცხადა როზა ბოგვერაძემ.

ბებიას არ სჯერა, რომ მისმა შვილიშვილმა თავი მოიკლა. მისი განცხადებით, მომხდარში საეჭვო გარემოებებია.

"თვითმკვლელობის არ მჯერა, არანაირად. მას თავის მოკვლის არაფერი ეტყობოდა. ბავშვი ხეზე ჩამოკიდებული არავის უნახავს და მამამ ისე ჩამოხსნა, რომ დახმარება არავისთვის სთხოვა?", - ამბობს ბოგვერაძე.

ბებია პოლიციამ სამჯერ დაკითხა. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

წყარო: kvira.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×