რეზონანსი
28.08.2020

თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბიჭის და მამისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მოზარდს თავი არ მოუკლავს და ის მამას შემოაკვდა.

"თუკი ჩემმა ძმამ თავი საკუთარი ხელით ჩამოიხრჩო გამოდის, რომ 11 წლის ბავშვი მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. მამის უმკაცრესად დასჯას ვითხოვთ. ბავშვი მიწაში ჩადო, მიიყვანა თვითმკვლელობამდე და 2-დან 4 წლამდე სასჯელი არაფერია", - ამბობს გარდაცვლილის და "მთავარ არხთან".

გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედა საბერძნეთიდან საქართველოში სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდება და კვირას შვილის დაკრძალვას დაესწრება. დედის ტრანსპორტირებას საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×