რეზონანსი
28.08.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 232 პაციენტიდან ოთხის მდგომარება კრიტიკულია, 17-ის კი მძიმედ ფასდება.

„ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 232 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელია. კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიურ განყოფილებაში ოთხი კრიტიკული და 17 მძიმე პაციენტი მკურნალობს", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, კლინიკაში სულ 18 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული, კიდევ ერთის კი მძიმეა.

„ჩვენს ცენტრში მკურნალობდა 19 დადასტურებული შემთხვევა, მათგან ერთი გუშინ გაოჯანმრთელდა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ამდენად, დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, კიდევ ერთი კი მძიმე პაცინტია. თუმცა, ამ ორივე ინფიცირებულის მდგომარეობა უკვე მესამე დღეა, სტაბილურია, დაავადება არც ერთ მათგანთან არ პროგრესირებს. ისინი, ალბათ, მომდევნო დღეებში მძიმე პაციენტების რიგებს დატოვებენ", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×