რეზონანსი
27.08.2020

თბი­ლის­ში, 27 წლის მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, გვი­ან ღა­მით კუ­კი­ა­ზე მოხ­და. მა­მა­კაცს ჭრი­ლო­ბა გულ-მკერ­დის არე­ში ცივი ია­რა­ღით ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი 27 წლის გია სა­ფა­რო­ვია. დე­ტა­ლებს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, და­პი­რის­პი­რე­ბა კუ­კი­ა­ზე მცხოვ­რებ­ლებ­სა და უბან­ში მი­სულ მა­მა­კა­ცებს შო­რის, ქე­ი­ფის შემ­დეგ მოხ­და.

ხმა­ურ­ზე გია სა­ფა­რო­ვი სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და და და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბის გაშ­ვე­ლე­ბას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც იგი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს. ახალ­გაზ­რდა კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

"გა­მო­სუ­ლა და უთ­ქვამს, და­წყნარ­დით, რა მო­გი­ვი­და­თო. უნდა გა­ეშ­ვე­ლე­ბი­ნა და ამ დროს ჩა­ურ­ყი­ათ დანა" - ყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×