
„განცხადებები, რომელთაც მიშას „ნაცები" აკეთებენ, ეს წინასაარჩევნო ილეთებია, რომელიც სააკაშვილსგან მოდის და უარს ვერ ეუბნებიან, ფული ხომ მისგან მოდის, თორემ ძალიანც არ უნდათ. მიშა კი ამ განცხადებებით მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში და თავს იწყნარებს," - ასე აფასებს ექსპერტი პეტრე მამრაძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებას ჩრდილოვან კაბინეტთან და მიხეილ სააკაშვილის შეაძლო პრემიერობასთან დაკავშირებით.
როგორც „ნაცმოძრობაში" აცხადებენ, უახლოეს დღეებში მიიღებენ გადაწყვტილებას ჩრდილოვანი კაბინეტით წარსდგებიან თუ არა ამ არჩენბეზე და პრემიერის თანამდებობაზე დაასახალებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას.
„30 პარტია გაერთიანდება, თუ 50, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ რაღაცაზე შეთანხმებას აღწევენ, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც სიტუაციაში ერთმანეთთან ყოფნით სარგებელს ხედავენ. არცერით არ ფიქრობს ხალხის კეთილდღეობაზე, ეკონომიკის განვითარებაზე და სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, მხოლოდ საკუთარ მატერიალურ ინტერესებზე არიან კონცენტრირებულნი. მათი განცხადებები, ლოზუნგები "ამას ვიზამთ, იმას დავანგრევთ" ეს არის წინასაარჩევნო კამპანია და უსუსური პიარ-ტექნოლოგია. აბა, რა უნდა ქნან - რეიტინგი და პოპულარობა არ აქვთ და არც აჩევნებში გამარჯვების შანსი.
რაც შეეხება მიშას „ნაცების" განცხადებას ჩრდილოვან კაბინეტთან და სააკაშვილის პრემიერობასთან დაკავშირებით, ესეც წინასაარჩევნო ილეთებია, რომელიც სააკაშვილისგან მოდის და უარს ვერ ეუბნებიან, ფული ხომ მისგან მოდის, თორმე ძალიანაც ხეირობენ, რომ მიშა შორსაა. მიშა კი ამ განცხადებებით მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში და თავს იწყნარებს. თვითონაც კარგად იცის, რომ ვერ დაბრუნდება და საქართველოში ელოდება ციხე და სასამართლო. ამიტომ, არცერთი მისი განცხადება, ან სიმღერა „მე დავბრუნდები ზღვით", არანაირ ყურადღებას არ იმსახურებს, შეიძლება მხოლოდ ფსიქიატრები დაინტერესდნენ.
წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავირებით, შემიძლია ვთქვა, რომ იმ აქტიურობით რაც დღეს ე.წ. პოლიტიკურ სივრცეში ხდება, დასტურია იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ არსებობენ და არიან „პოლიტიკური ინდმეწარმეები", პოლიტიკა მათთვის არის ბიზნსი და ამის მეშვეობით შოულობენ ფულს, საკმაოდ დიდ ფულს. რა იქნება შედეგი, არ ვიცი, მაგრამ თუ „ოცნებამ" რაიმე კოლოსალური შეცდომა არ დაუშვა და სიტუაცია არ ააყირავა, ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე ასე ჩანს" - განაცხადა „რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.