რეზონანსი
27.08.2020

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის სახლში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა.

ის უცნობ პირს სიკვდილით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა მამაკაცის დაკავება მოახერხეს.

"გავიგე, რომ ცეცხსასროლი იარაღით ვიღაც შემოვიდა. დილით იყო. ვიცი, რომ წაიყვანეს, გარეთ გამოვიდა და ვიღაც მიჰყავდა", - აცხადებს ადგილობრივი "ფორმულასთან".

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, იარაღის უკანონო შეძინა შენახვა ტარებისა და მუქარით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×