რეზონანსი
27.08.2020

თბილისში 27 წლის მამაკაცი გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. პაციენტი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, მკვლელობა პოლიციის შენობის წინ მოხდა. მამაკაცი შენობის წინ წამოწყებული კონფლიქტის განეიტრალებას ცდილობდა, თუმცა მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„როგორც ვიცი გასაშველებლად მივიდა და მაგ დროს გაუყარეს დანა. კონფლიქტი ყოფილა მის სახლთან ახლოს და გასაშველებლად გასულა",- ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

წყარო: ალია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×