რეზონანსი
27.08.2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი შესრულდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბილეთის ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი.

„მოგეხსენებათ, სასწავლო წელი იწყება არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სხვადასხვა პროგრამითა და ნიჭით სწავლობს საზღვარგარეთ. ჩვენ უკვე ორი რეისი გავაკეთეთ გერმანიის მიმართულებით. ეს იყო 25 ივლისს და 11 აგვისტოს, თუმცა მოთხოვნა შენარჩუნდა და ახალგაზრდობის სააგენტოს შესაბამის სამინისტროებთან ეფექტური მუშაობის შედეგად, დადგინდა ახალი მიმართულება - ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში. ეს ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ეს არ იქნება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობდნენ, ეს იქნება მთლიანად ევროპის მიმართულებით და აქ ბილეთის ღირებულება არ იქნება 199 ევროზე მეტი. მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ ამ პროგრამასაც გავაგრძელებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×