რეზონანსი
27.08.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარება საბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სოციალური დახმარება, რომელსაც ბავშვები მიიღებენ, ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი დახმარებაა, რაც არა ერთი კვლევით არის დადასტურებული.

„15 სეექტმებერია და ჩვენ ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, სწავლის სასწავლო კლასებში განახლების შესაძლებლობა გვაქვს, რაც მნიშვენლოვანია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ოჯახებისთვის. ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ ეს პროგრამა გაგრძელდება პირველ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა დაიწყება პირველი სექტემბრიდან. შესაბამისად, გაგრძელდება წლის ბოლომდე, ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში, უკვე პირველ დეკემბრამდე.

მნიშვნელოვანია, რომ დღეის მონაცემებით, შემოსულია 810 ათას ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 ათას ოჯახს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ. ეს დასტურდება უამრავი სხვადასხვა კვლევით და რაც პირველ რიგში, მიმართულია, კრიზისის პირობებში, მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მიმართულა ჩვენი მოქალაქეების, ოჯახების მხარდასაჭერად", - აღნიშნა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×