
მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინიდან აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში და თავის გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ შვიდი წელი საკმარისი დრო იყო დაფიქრებისათვის, მან ბევრი საკითხის გადააფასა და ახლა უკვე იცის, როგორ აიცილოს თავიდან შეცდომები.
„შეცდომები რა თქმა უნდა იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის.
„და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში", - აცხადებს იგი.
მე ვბრუნდები! - ასე ოპტიმისტურად ასრულებს ყოფილი პრეზიდებტი თავის მიმართვას.