რეზონანსი
27.08.2020

„ნაცმოძრაობიდან" ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში ? - ამ რიტორიკული კითხვით გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენას.

„მეგობრებო „ნაცმოძრაობიდან", ძალა ერთობაშია თუ გადაღუნვაში? სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო", - წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26 აგვისტოს ისნის რაიონში საკუთარი კანდიდატი წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქში გამარჯვებისთვის ხატია დეკანოიძე იბრძოლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×