რეზონანსი
26.08.2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილებს შორის კონფლიქტი სროლით დასრულდა.

როგორც, მათი მეზობლები პირად საუბრებში ამბობენ, ხანშიშესულ ბიძაშვილებს შორის კონფლიქტური ურთიერთობა წლების მანძილზე გრძელდებოდა. ამჯერად კი მათივე თქმით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ერთი მათგანის ბოსტანში მეორე ბიძაშვილის ქათამმა პომიდორი გააფუჭა.

ამ თემაზე შელაპარაკების დროს 73 წლის ერასტო ლომჯარიას ბიძაშვილმა, ვაჟა ლომჯარიამ სანადირო თოფი ფეხებში ესროლა.

ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. ქირურგის ტიტე მელაძის თქმით, ერასტო ლომჯარიას საფანტი წვივის და ბარძაყის არეში აქვს მოხვედრილი. ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი კლინიკიდან დღეს გაეწერება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×