რეზონანსი
26.08.2020

მძღოლი, რომელიც შატილში კლდეზე გადაჩეხვამდე მიკროავტობუსს გზაში შეხვდა ამბობს, რომ ტურის მძღოლი შატილის გზაზე პირველად იყო, ჩქარობდა და სავარაუდოდ, მას მუხრუჭებმა უმტყუნა.

დღეს სამართალდამცავებმა კიდევ ერთი მძღოლი გამოკითხეს, რომელიც შა­ტილ­ში ავა­რი­ის დღეს სხვა ტურ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

რა­მაზ სე­ბის­კვე­რა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ავა­რი­ის მი­ზე­ზი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე გახ­და, რის გა­მოც მძღოლს მუხ­რუ­ჭებ­მა გა­უ­ცხე­ლა.

"მუხ­რუ­ჭებ­მა გა­უ­ცხე­ლა. მე რომ გა­მომ­ყო­ლო­და უკან, დათ­ვი­ჯვა­რი­დან, არა­ფე­რი არ იქ­ნე­ბო­და. იმი­ტომ, რომ მე იქი­დან მე­ო­რე-მე­სა­მე სიჩ­ქა­რით ჩა­მოვ­დი­ვარ, მუხ­რუ­ჭებ­მა გა­უ­ცხე­ლა, მეტი ვერ­სია რა უნდა იყოს მანდ.

გზა კარ­გი იყო. ზოგი ამ­ბობს, ტა­ლა­ხი­ან გზა­ზე რა­ტომ გა­უშ­ვეს, წვი­მა იყოო, არა­ფე­რი წვი­მა არ იყო, მშრა­ლი გზა იყო. ჩემს წინ წა­მო­ვი­და, რომ ჩა­მო­ვე­დი, გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. გა­ვა­ჩე­რე და ვკი­თხე, რა ხდე­ბა, რო­გორ ხარ-მეთ­ქი, არა­ფე­რი, კარ­გად არის ყვე­ლა­ფე­რი­იო. მუხ­რუ­ჭებ­მა ხომ არ გა­გი­ცხე­ლა-მეთ­ქი და არაო, თუ გა­გი­ცხე­ლა, მი­თხა­რი მეთ­ქი, არ და­მი­მა­ლოთ­ქო, არაო რას ამ­ბობ წადი და წა­მო­ვა­ლო, ხინ­კლის შეკ­ვე­თა უნდა მიგ­ვე­ცა" - გა­ნა­ცხა­და მძღოლ­მა რა­მაზ სე­ბის­კვე­რა­ძემ "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას.

საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. საგურამოს გარდა დღეს მოწმეები დუშეთის პოლიციაშიც გამოკითხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×