რეზონანსი
26.08.2020

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მაცხოვრები კაცი გატაცებასა და ცემაში სოფლის ყოფილ რწმუნებულს ადანაშაულებს.

როგორც მურადაშვილი ჰყვება, ძალადობის მიზეზი 380 ლარი იყო, რომლის მოპარვასაც ყოფილი რწმუნებული მას აბრალებდა.

კუკური პლაჭიაშვილმა და მისმა თანამზრახველმა მას აიძულეს, გაეთხარა საკუთარი საფლავი. 

„რა ედოთ გულში ვერ გეტყვით, ნასვამები იყვნენ, რა იყვნენ არ ვიცი. მცემეს და მაგინეს. ფული მომიტანეო, 380 ლარი, მერე 590 ლარზე. წამიყვანეს ჩამსვეს და ეს იყო“, - ყვება მანუჩარ მურადაშვილი.

მომხდარზე ყოფილი რწმუნებულიც და მისი თანამზრახველიც დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×