რეზონანსი
26.08.2020

11 წლის გარდაცვლილი მოზარდის და, რომელიც დედასთან ერთად საბერძნეთში იმყოფება "კურიერთან" ამბობს, რომ ტრაგედიამდე მამა მათ დაემუქრათ, თუ ფულს არ გამოგზავნიდა ბავშვს მოკლავდა. 

"სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ჩემმა ძმამ დარეკა და დედას უთხრა: მამიკომ მითხრაო, ფულს გამომიგზავნი, თუ ტრაქტორი გავყიდოვო. დედას ახალი გაგზავნილი ჰქონდა ფული და უთხრა, კაპიკი არ მაქვს, რაც მქონდა გამოვაგზავნეო. მამაჩემმა მოგვაძახა ყვირილით, ვერც ბათულის ხმას გაიგებთ და ვეღარც დაინახავთო.  მაგისთვის 2 წელი არაფერია. თუ გამოვა ციხიდან მე მოვკლავ და მე ჩამსვით 2 წელი ციხეში.  

ჩემი ძმა ძალიან მხიარული ბავშვი იყო, თავს არ მოიკლავდა. მთელმა სანათესაომ და სამეზობლომ იცის, დედაჩემს როგორ ამწარებდა. 5 წლის რომ ვიყავი, მაშინ გვკლავდა ორივეს. მაშინ პოლიციამ მხოლოდ იარაღი წაართვა და ხელწერილი დააწერინა,"-აცხადებს გარდაცვლილის და, ნათია აბჟანდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×