
ტურისტული კომპანია შპს „თრეველერ ჯი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა ბოლათაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა გახდა შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.
მისი თქმით, მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა, მძღოლად მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.
ამასთან, ბოლათაშვილი ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გიდთან სატელეფონო საუბარს იხსენებს.
„მიმდინარეობს გამოძიება, სატრანსპორტოს წარმომადგენლები იკითხებიან. 35-წლიანი გამოცდილება აქვს მძღოლს. ნახევარი საათით ადრე, დაახლოებით, 15:45 წუთზე მე ვეკონტაქტე გიდ სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მოდიოდნენ ძალიან წყნარად. ეს ზარი ნამდვილად ფიქსირდება, ამას თვითონ საგამოძიებო უწყებაშიც ადასტურებენ. მე ვესაუბრე და მან დაადასტურა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, მანამდე არაფერი პრობლემა არ ჰქონიათ. ვერსიები განიხილება და გამოძიება დასრულდება“, – განაცხადა შალვა ბოლათაშვილმა.