რეზონანსი
26.08.2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას და თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარებას სთხოვენ.

გარდაცვლილის და თინათინ აბჟანდაძე საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ამბობს, რომ შვილის დაკრძალვისთვის საბერძნეთიდან საქართველოსკენ მომავალი დედა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე არ გადმოატარეს და საბერძნეთში დააბრუნეს.

აბჟანდაძის თქმით, ქალის პასპორტს ვადა აქვს გასული. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

„დედას უნდოდა შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლა, მას ველოდებოდით. ახლა ისიც აღარ ვიცით როდის დავკრძალოთ ბავშვი“, – განაცხადა თინათინ აბჟანდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×