რეზონანსი
26.08.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესების გამო, უკრაინა უცხოელებისთვის საზღვრებს 29 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე ჩაკეტავს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა.

უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის უკრაინის საზღვრები 29 აგვისტოს 00:00 საათიდან 28 სექტემბრის 00:00 საათამდე ჩაიკეტება.

უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა არ აეკრძალებათ სატრანზიტო მგზავრებს, პირებს, რომლებსაც მუდმივი ბინადრობა აქვთ უკრაინაში, დიპლომატებსა და სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების წევრებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 110 ათასი შემთხვევა დადასტურდა, 53 454 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 354 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×